საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში ანგარიშით 10:44 წააგო.
„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში რიგით მესამე გახდა. ამ მომენტისთვის ქართველმა მორაგბეებმა სამივე მატჩი წააგეს - 2011 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 6:15, სამი წლის წინ ტესტ-მატჩში კილმარნოკში (შოტლანდია) – 16:43.
მომდევნო პარასკევს, 6 სექტემბერს გუნდები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს - ამჯერად შოტლანდიაში. საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტესტ-მატჩი გახდება დასკვნითი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადების ფარგლებში, რომელიც იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე ჩატარდება.