კლასიკური მუსიკის ფესტივალის "ღამის სერენადების" მეორე საფესტივალო დღე მსოფლიოში ცნობილ უცხოელ მუსიკოსებს დაეთმოთ.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში კონცერტის პირველ ნაწილში აჟღერდა დიმიტრი შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონია, რომელსაც საბერძნეთიდან მოწვეულმა დირიჟორმა პანტელის კოგიამისმა უდირიჟორა, ხოლო მეორე ნაწილში ანა ლიზა ბეზროდნიმ და იან ერიკ გუსტავსონმა შეასრულეს ზოლტან კოდაის დუეტი ვიოლიონოსა და ჩელოსათვის და ანტონიო ვივალდის ორმაგი კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის.
კონცერტი ცნობილ მევიოლინეს რუდოლფ ბარშაის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. ნაჩვენები იყო ნაწყვეტები ოლეგ დორმანის დოკუმენტური ფილმიდან "ნოტი, რომელიც რუდოლფ ბარშაის ცხოვრებას ეძღვნება". კონცერტის რეჟისორი ნარგიზა გარდაფხაძე გახლდათ.
27 აგვისტოს ბათუმის თეატრში გამართულ კონცერტს რუდოლფ ბარშაის ქვრივი ელენა ბარშაი ესწრებოდა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდა გერმანიიდან.
ანტონიო ვივალდის ნაწარმოებების შესრულების პარალელურად გაიმართა ლელა სარიშვილის წყალზე ხატვის პერფორმანსი.
მაყურებელმა მსოფლიო ვარსკვლავები აპლოდისმენტებითა და ემოციური შეძახილებით დააჯილდოვა.
"პირველად ვარ საქართველოში, ქართული პუბლიკა საოცარია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ღამის სერენადების" ფარგლებში მომეცა საშუალება ქართველ მსმენელს შვხვედროდი და არაჩვეულებრივ სოლისტებთან მეთანამშრომლა. აქვე მინდა ავღნიშნო ორკესტრანტების შრომა და მათი ვირტუოზული შესრულება. გულითად მადლობას ვუხდი მათ - "საქართველოს ვირტუოზებს". ბრავო!", - განაცხადა პანტელის კოგიამისმა, ფესტივალის მოწვეულმა დირიჟორმა.
"პირველ რიგში, ავღნიშნავ, რომ ლიანა ისაკაძე არის ლეგენდა და ყოველთვის მსურდა მის ფესტივალში მონაწილეობა მიმეღო. წელს შევძელით მე და ჩემმა მეუღლემ იან ერიკ გუსტავსონმა უნიჭიერესი გიორგი ისაკაძის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის მეშვეობით, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში. საქართველოსთან ბევრი რამ მაკავშირებს, დეიდაჩემი ახლაც ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრობს. რაც შეეხება დღევანდელ შესრულებას მსმენელის აპლოდისმენტებს და ოვაციებს თუ დავუჯერებთ, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და ესაა მთავარი", - თქვა მევიოლინე ანა ლიზა ბეზროდნმა.
იან ერიკ გუსტავსონი, ჩელისტი:
"ანა ლიზა ხშირად მიყვებოდა საქართველოზე. მიხარია, რომ შევძელით და ჩამოვედით. საქართველოს დათვალიერება ამჯერად ვერ მოვასწარი, თუმცა დავგეგმე, რომ როგორც ტურისტი, აუცილებლად არაერთხელ ვეწვევი თქვენს ქვეყანას."
გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, მსოფლიოში ცნობილ მევიოლინეს ანალიზა ბეზროდნის, იან ერიკ გუსთავსონს, პანტელის კოგიამისს. საოცარი საღამო გვაჩუქეს. საღამო გამორჩეული იყო, რადგან შესრულდა დიმიტრი შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონია, მუსიკალური დიალოგი -- ვირტუოზების დუეტი, ზოლტან კოდაი დუეტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის, ანტონიო ვივალდი -- ორმაგი კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის.
ასევე მაყურებელს ცნობილი მევიოლინის რუდოლფ ბარშაის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით საშუალება მიეცა, ენახა ნაწყვეტები ოლეგ დორმანის დოკუმენტური ფილმიდან "ნოტი, რომელიც რუდოლფ ბარშაის ცხოვრებას ეძღვნებოდა". კონცერტის რეჟისორი კი ნარგიზა გარდაფხაძე გახლდათ. მადლობა ყველას, განსაკუთრებით მსმენელს."
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია - "არტ ალიანსი".
ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია - კომპანია „არდი".
პარტნიორები - კომპანია „თელასი"; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; ქართული ბრენდი "მარი გოლდი"; პირველი ქართული ვისკი "ჯიმშერი"; ღვინის კომპანია "როალ ხვანჭკარა"; კომპანია "სარაჯიშვილი"; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია", "არომატეკა", "პალმა აპარტამენტი".
პროექტის მედიამხარდამჭერები - აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა" -- პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო "კლიპარტი"; „ამბები.GE"; საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ტაიმი"; საინფორმაციო სააგენტო „GHN", ინტერნეტ მედია ჯგუფი -- "ITV", "droni.ge" და "presa.ge", ინგლისურენოვანი გაზეთი "Georgia Today"; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა "The Messenger"; ვიდეო-პორტალი "myvideo.ge"; ჟურნალი „სარკე"; გაზეთი „აჭარა"; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა".