პოპულარული ესპანელი მსახიობი ხაიმე ლორენტე თბილისში გამართულ თეატრალურ ფესტივალ „საჩუქარში“ მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია ფესტივალის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქაღალდის სახლი" ("La casa de papel"/ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის: Money Heist) ესპანური კრიმინალური დრამაა, რომელიც მსოფლიოს Netflix-მა გააცნო. ის გამოსვლიდან მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არაინგლისურენოვან სერიალად, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა. ქაღალდის სახლზე ალაპარაკდა მთელი მსოფლიო, მათ შორის, ქართული აუდიტორიაც. პირველი ორი სეზონის უდიდესი წარმატების შემდეგ მასში მონაწილე მსახიობების პოპულარობაც არნახული მასშტაბებით გაიზარდა. უმეტესად ესპანელ მსახიობებს, რომლებმაც ყველას საყვარელი გმირები განასახიერეს და რომელთა სახელებიც მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბებით იყო ცნობილი, დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ. ჩვენს ფესტივალზე ხაიმე ლორენტე ჩამოდის, რომელიც კარლოტა ფერერის "ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი" მონაწილეობს და მის ქართველ მაყურებელს რუსთაველის თეატრის სცენაზე ეპატიჟება 23 ოქტომბერს!“, - იტყობინება ფესტივალის ოფიციალური ფეისბუკგვერდი.