ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალში უზბეკი მეტოქე შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარეობს.