"ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვაცხადებთ, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მედვედევი მემგონი მიდის. ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან პუტინი გაპრეზიდენტებას აპირებს. შესაბამისად აზრი ლიბერალი მედვედევის ცუდ ბიჭ პუტინთან დაპირისპირებისა და შიდა ბრძოლის შესახებ ვფიქრობ საფუძველს დაკარგავს. მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ვითარება გაცილებით რთულია. მათი განცხადება, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ დაელაპარაკებიან ისინი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის იგნორირებას ახდენენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსეთი არის ქვეყნა, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებას ახდენს.
"საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრებიც ამ ფაქტს ოკუპაციად აფასებენ. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ნახევარ მილიონ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანს საკუთარ სახლ-კარში არ უშვებს. ეს ტერიტორიები ფაქტობრივად დაცლილია და საკუთარი იარაღის არსენალს ზრდის. ამის შემდეგ ჩვენ ოკუპირებული ქვეყნა ვაცხადებთ, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მზად ვართ დიალოგისთვის. ნებისმიერ ადგილას, სადაც მათ სურთ, მზად ვართ ყველა ძირითად თემაზე სერიოზული მოლაპარაკებები გავმართოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილის შეფასებით, საქართველოსთან დიალოგზე უარის თქმაში ლოგიკა არ ჩანს, რაც ნათლად ასახავს იმას, რა ხდება თბილისში და რა ხდება მოსკოვში.