უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის - ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მილიონობით მელომანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს კი პირველად ვერდის ფესტივალის ცდება იტალიის საზღვრებს და ჩატარდება საქართველოში.
ფესტივალი 16 აგვისტოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "ბალ-მასკარადით" გაიხსნება.
ეს არის ტეატრო რეჯო დი პარმას დადგმა.
23 აგვისტოს - არენ ადი ვერონას "აიდა" ბლექ სი არენას სცენაზე შესრულდება. გარდა იმისა რომ არენა დი ვერონას სპექტაკლი პირველად ჩამოდის საქართველოში, ბლექ სიარენაზე პირველად დაიდგმევა საოპერო სპექტაკლი.
25 აგვისტოს კი ბლექ სიარენაზე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალა კონცერტს გამართავენ.