ხვალ, 25 სექტემბერს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ზუგდიდში ჭადრაკში აფხაზეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულებს დიპლომებსა და სიგელებს გადასცემს.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, წელს პირველად, ზუგდიდში ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა.
შეჯიბრი ორ კატეგორიაში - გუნდური პირველობა და პირადი პირველობა 10-16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს რეგიონში განთავსებული აფხაზეთის საჯარო და ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებმა.
აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში 1995 წლიდან თბილისში ტარდებოდა.