საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრმა დიტო ცინცაძის ფილმის "შინდისის" პირველი თრეილერი გაავრცელა.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი.
შეგახსენებთ, საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე დიტო ცინცაძის "შინდისი" იქნება.