იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი აცხაედებს, რომ პარლამეტში გამოთქმული შენიშვნა თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იყოს. ამის შესახებ განცხადება ადეიშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
საკითხი დაისვა როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის მხრიდან. მათი შენიშვნა ეხება იმას, რომ როდესაც თავდაცვის მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ხოლო გენშტაბის უფროსს პრეზიდენტი _ თუ პრეზიდენტი და პრემიერი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან, შესაძლოა, სამხედრო სფეროში პრობლემები შეიქმნას. ამიტომ პარლამენტის რეკომნდაციაა, პრეზდენტს გენშტაბის უფროსის დანიშვნისას სჭირდებოდეს პრემიერის კონტრასიგნაცია.
ადეიშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან ეს საკითხი ოპოზიციასაც და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, შესაძლოა, გაზიარებული იქნას, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მეორე მოსმენით განხილვისას იქნება მიღებული.