3 აგვისტოდან კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება.
„ამირანში“ ყოველი თვის დასაწყისი სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას დაეთმობა. თიბისი სტატუსისა და „ამირანის“ ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი და სხვა.
3 აგვისტოს კინოკოლექცია კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონით გაიხსნება. ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ტარანტინოს შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე კინომცოდნე - თეო ხატიაშვილი ისაუბრებს.
აფიშა:
- 3 აგვისტო - „კრიმინალური საკითხავი“
- 4 აგვისტო - „ჯეკი ბრაუნი“
- 5 აგვისტო - „უსახელო ნაბიჭვრები“
- 6 აგვისტო-მოკალი ბილი (ნაწილი 1); მოკალი ბილი (ნაწილი 2)
კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონიმენტის კი - 50 ლარი.
თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
ყოველი სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.