ინდოეთში, დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებმაც 3 წლის გოგონა გაიტაცეს, გააუპატიურეს და თავი მოაჭრეს. ამის შესახებ The Times Of India-ია იუწყება.
3 წლის ბავშვი 25 ივლისს ტატანგარის სარკინიგზო სადგურიდან გაიტაცეს. მას შემდეგ გოგონას პოლიცია ეძებდა. სამართალდამცავების განცხადებით, გოგონასა და მის დედას სადგურში ეძინათ.
პოლიციის მტკიცებით, 36 წლის რინკუ საჰიმ ბავშვი სადგურიდან გაიტაცა. ამ შემთხვევის დამადასტურებელი ფოტო CCTV-იმ გაავრცელა. კადრები სადგურშია გადაღებული. შემთხვევა 25 ივლისს, 23:30 საათზე მოხდა. მოძალადე მამაკაცი, თანამზრახველს მოგვიანებით დაუკავშირდა.
მაშინ როდესაც ბავშვს აუპატიურებდნენ, გოგონამ ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც მოძალადეებმა დანით თავი მოაჭრეს. 26 ივლისს თავმოჭრილი ბაშვის გვამი მოძალადეებმა ჩანთაში ჩადეს და კედლების ნანგრევებში გადამალეს.