დღეს ბიზნესის კეთება საქართველოში უფრო მარტივია ვიდრე აშშ-ში, ამის შესახებ განცხადება ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ გააკეთა.
იუ-ჯი-თის ხელმძრვანელი რომელმაც ბიზნესი აშშ-შიც დაიწყო აცხადებს, საქართველოში ნაკლები ბიუროკრატიაა, რასაც ის საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დაწინაურებას ამტკიცებენ.
"ჩვენ მუდმიად გვესმის, რომ საქართველოში ბიზნეს პრობლემები აქვს და ეს პრობლემები მართლაც არსებობს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რაღაც იცვლება. ჩემი კომპანიის გამოცდილების საფუძვეზე შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში, სადაც ბიზნესის წარმოება ეხლა დავიწყეთ, საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივია ვიდრე აშშ-ში.
რაც შეეხება გადასახადების თემას, ქვეყანაში გადასახადები ნამდვილად დაბალია და თითქმის ყველა ბიზნესმენი ამას ადასტურებს. მთლიანობაში გადასახადების ნაწილში საქართველოს საკმაოდ ნორმალური სიტუაცია აქვს. თვითონ "ჰერითაჩ ფაუნდეიშენის" ეხლახანს გამოქვეყნებული შეფასება დაგვეხმარება, რომ გაცილბით მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ და მათ სტაბილზაციის განცდა გაუჩნდეთ"- აცხადებს გიორგი ჭირაქაძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, UGT LLC-მ ფუნქციონირება უკვე დაიწყო. "იუ-ჯი_თი" პირველი ქართული კომპანია, რომელიც საქართველოს პარალელურად ოპერირებს აშშ-ში.
13 წლიანი ისტორიის მანძილზე "იუ-ჯი_თის" საქართველოში გააჩნია მსხვილ პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება. მისი მონაწილეობით განხორციელდა ბევრი რთული და მაშტაბური პროექტი ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში და დიდ კომერციულ კომპანიებში.