საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთის ფედერაციის ლიდერების მოწვევა მოლაპარაკებზე ხელის გაწოდებას ნიშნავს. ამის შესახებ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტის მიხელი სააკაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეის დებატებზე გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"არა მგონია, რომ სააკაშვილის მოწვევას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ და ეს არც გამიკვირდება. თუმცა, ეს საინტერესოა მაინც თუნდაც პიარის თვალსაზრისით. ეს ირიბად მაინც ნიშნავს ხელის გაწოდებას და ამ თემებზე სალაპარაკოდ მოწვევას", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოსაზრება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხი კრემლში უკვე განხილვის საგანია და თვლიან, რომ ეს შეცდომა იყო, მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
"რუსი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გადაწყვეტილებას შეცვლიან. ეს საკითხი განხილვის დონზე არ დგას და თუმცა ამაზე საუბრობენ", - "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ.