თუ ერთიანი, თავისუფალი კავკასიის შექმნის ინიციატივას ქაღალდზე დაწერილი კონცეფცია არ მოჰყვა ეს გაეროს ტრიბუნიდან ფუჭად გასროლილი სიტყვა იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"ჯერ გამოკვლევის საგანია რა იგულისხმება სიტყვა თავისუფლებაში და კავკასიის ვისგან განთავისუფლებას გულისხმობს. რომელ კავკასიელ ლიდერებთან ჰქონდა განხილული ეს ინიციატივა პირდაპირ გაეროში, რომ გავიტანეთ. ეს მორგი ფუჭი გასროლა იქნება და არამგონია სერიოზული კვლევის საგანი გახდეს, თუ მას არგუმენტირებული და დამაჯერებელი განმარტება არ მოჰყვა. თუ ეს იდეა ქაღალდზე დაწერილი კონცეფციის სახით არ იქნა წარმოდგენილი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა გეროს გენერალური ასამბლეის მსოფლიო ლიდერთა დებატების მეორე ნაწილი გახსნა.
მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და ერთიანი კავკასიის ინიციატივით გამოვიდა. ასევე პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის პირველი პირები საქართველოში სტუმრის სტატუსით დაპატიჟა და მოუწოდა, "რომ კარგი იქნება თუ კალაშნიკოვის მაგივრად აიპოდებით ჩამოვლენ".