2 აგვისტოს, პარასკევს ლიზა კალანდაძის და გიორგი ცხადაძის ბენდის 4+2 პრეზენტაცია გაიმართება.
სხვადასხვა მუსიკალური პროექტების მონაწილეებმა გადაწყვიტეს ერთად გააგრძელონ მუსიკალური კარუერა და ამისთვის ბენდის შემდეგი შემადგენლობა შეკრიბეს: ლევან გიგაური - კლავიში, ბაჩო ამანათაშვილი - დრამი, მახო წარელიძე - ბას გიტარა და გიორგი ტავლალაშვილი გიტარა შეკრიბეს, ბენდის პროდიუსერია დეა ანდრონიკაშვილი.
პრეზენტაციაზე, რომელიც მუსიკალურ სივრცესა და ბარში „ქაოსი“ გაიმართება, ბენდი ქართული და მსოფლიო ჰიტების შესრულებას გეგმავს.