კრემლის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოსკოვში, შესაბამის უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პოლიტიკოსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნავალნი ალერგიული ფონით და მრავლობითი შეშუპებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
BBC-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში ნავალნის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ.
ალექსეი ნავალნის 30 დღით პატიმრობა მიესაჯა მოსკოვში „არავტორიზებული პროტესტისთვის". გუშინ მოსკოვში, რუსმა სამართალდამცავებმა აქციის 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
ამ თემაზე: