პოლიციამ მოსკოვში გამართულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი დააკავა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია დაახლოებით 1050 ადამიანი.
პოლიციელებმა დააკავეს ასევე, ოპოზიციის ლიდერები.
პოლიცია შეიჭრა ტელარხ Дождь-ის სტუდიაშიც, რომელიც პირდაპირ ეთერში საპროტესტო აქციას აშუქებდა.
პოლიციელები იყენებდნენ ხელკეტებს და სასტიაკდ უსწორდებოდნენ მომიტინგეებს.
ათასობით მოქალაქემ თავი მოიყარა მოსკოვის მერიასთან თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
მოქალაქეები ითხოვდნენ, საშუალება მისცემოდათ ოპოზიციურ დამოუკიდებელ კანდიდატებს მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა, რომელიც სექტემბერში უნდა ჩატარდეს.
დამოუკიდებელმა კანდიდატებმა საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგენის რეგისტრაციისთვის საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერები, მაგრამ მოსკოვის საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ხელმოწერები გაყალბებული იყო.
ოპოზიციური კანდიდატები აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისიამ ისინი პოლიტიკური მოტივით არ დაარეგისტრირა.