მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას,-ასე მიმართა პატრიარქმა მრევლს ყოველკვირეული ქადაგების დროს.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ უფალი ადამიანებს განსაცდელს უგზავნის, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს.
„მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას. უფალი ჩვენთაა, ჩვენ არს ღმერთი. დალოცვილი და გახარებული იყავით. ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს. დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო და მთელი მსოფლიო”,- აღნიშნა ილია მეორემ ყოველკვირეული ქადაგების დროს.