ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ევროპის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო.
ბასილაშვილმა ფინალში რუსი მოწინააღმდეგე, ანდრეი რუბლევი სამ სეტში ანგარიშით 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.
გუშინ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა.
ქართველი ჩოგბურთელი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი და ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილზე იყო.
ჰამბურგის ტურნირის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა. გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.