ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეხუთე ჩოგანი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა მოწინააღმდეგე საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში - 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილო ჰამბურგის ტურნირის ფინალში უკვე მეორედ ითამაშებს.