საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ავღანეთში დაღუპული ქართველი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის ხსოვნას პატივი მიაგო.
"მე მინდა დღეს განსაკუთრებული პატივი მივაგო ასეულის მეთაურს, ლეიტენატ მუხრან შუკვანს. მიმდინარე თვის დასაწყისში მუხრანი მშვიდობის საქმეს შეეწირა, რომელიც ნატოს ჯარებთან ერთად ავღანეთში მსახურობდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა. ასევე ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა 31-ე ბატალიონის კაპრალი ალიკა გითოლენდია, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტის შედეგად ქართველმა ჯარისკაცმა ორივე ქვედა კიდური დაკარგა.