ესპანეთის პარლამენტმა მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული სოციალისტური პარტიის ლიდერი, პედრო სანჩესი პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ არ დაამტკიცა. კენჭისყრა დღეს გაიმართა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ესპანელმა დეპუტატებმა პედრო სანჩესის კანდიდატურა 23 ივლისს გამართულ კენჭისყრაზეც ჩააგდეს.
საპარლამენტო პარტიებს ორთვიანი ვადა აქვთ იმისათვის, რათა შეძლონ მოლაპარაკების შედეგად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატისა და კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ პარლამენტი კვლავ ვერ აირჩევს პრემიერ-მინისტრს, ესპანეთს მეფე ფილიპე მე-6 დაითხოვს საკანონმდებლო ორგანოს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.