ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება 2013 წლისთვის დასრულდება, როდესაც ჩემი საპრეზიდენტო ვადა იწურება, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველოში არა მხოლოდ საუბრობენ რეფორმებზე, არამად მას ცხოვრებაში ატარებენ. " რაც ამჟამად საქართველოში ხდება ეს ლონდონელი ეკონომისტების შეფასებით, "საქართველოს გონებრივი რევოლუციაა", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს კორუფცია, არის ეკონომიკური განვითარება, რამაც გამოიწვია ქართველი ხალხის ქცევის შეცვლა, მათი მსოფლმხედველობის შეცვლა და ისინი წინააღმდეგნი იქნებიან რაიმეს ძალისმიერი ფორმით შეცვლის.
"არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ საიდან იქნება მომართული ასეთი ცვლილების მცდელობა ქვეყნის შიგნიდან თუ მისი საზღვრების გარედან. ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა. ჩვენ შევძელით მოგვეხდინა გულისა და აზრის რევოლუცია", _ აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ქვეყანაში კორუფციის წინააღმნდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა დააღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასეთი წარმატებისთვის საერშაშორისო თანმაგობრობაში არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია.
"საქართველო იყო ქვეყანა, ადგილი, სადაც უცოხელი ინვესტორებს მაფია იტაცებდა. ამჟამად მსოფლიო ბანკის მიერ საქართველო შედის იმ 11 ქვეყანას შორის, სადაც საუკეთესო ბიზნესგარემოა. თუნდაც ეს რეიტინგი ნათლად გვაჩვენებს რატომ არის საქართველოს ერთადერთი ინტერესი, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა", _ განაცხადაპრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს იმარჯვებს.
სააკაშვილმა რუსეთის მიერ 2006 წელს საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური ემბარგო და 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და განაცხადა, რომ "ჩრდილოელი მეზობელი ფიქრობდა, რომ ამ მეთოდებით შეცვლიდა ჩვენს გზას"
"ყველა ამ ქმედებას გააჩნდა ერთი მიზანი: დაენგრიათ საქართველოს პოლიტიკური
ლაბორატორია, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები. ჩვენ პასუხი გავეცით ამ თავდასხმებს და თავიდან დავიწყეთ ჩვენი რეფორმები. აღვადგინეთ ჩვენი ეკონომიკა და უფრო მეტიც, დავაჩქარეთ ჩვენი სოციალური გარდაქმნა. ეს არის ჩვენი პოლიტიკა და ვერავითარი პროვოკაცია ვერასოდეს გვაიძულებს შევცვალოთ ის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედეს ამ ცვლილებების პასუხიმგებლობებიდან გამომიდიარე, საქართველო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშეა.