10:30 _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, სადაც საზოგადოებას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესების მკაცრად ამოქმედების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
11:00 _ სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობაში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელს, გიორგი ჭანტურიას შეხვდება.
11:00 _ გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება და სპეციალურ ლექციას წაიკითხავს.
11:00 _ იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურატურის სტაჟიორთა საბაზისო მომზადების კურსი ჩატარდება.
12:00 _ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და "ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების მოხსენების მიხედვით საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებაზე გააკეთებენ განცხადებას.
12:00 _ ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების მდივანი ზაზა გაბუნია საკრებულოს ფოიეში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სოციალურად დაუცველთათვის მიწების გადაცემის საკითხი.
12:00 - პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება.
12:00 _ გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში სანგუკოს წარმომადგენლები რეჟისორ ირაკლი ჩხიკვაძის ფილმ "გული+"-ის შესახებ ისაუბრებენ.
12:00 _ სასტუმრო "რედისონში~ დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი "ალტერნატივა ჯორჯიას" წარმომადგენლები, ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან საქართველოსა და სომხეთში ივან ესტრაბისთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: "საქართველოში ნარკოტიკდამოკიდებულთა სამკურნლოდ წინასადიპლომო და პოსტდიპლომური სწავლების ჩეხური სისტემის დანერგვა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში".
12:30 _ პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე განცხადებას გააკეთებს. თემა: "პასუხი ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელის, დავით აქუბარდიას მიერ 22 სექტემბერს გადაცემა "სპექტრში" გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებაზე".
მის.: ა. ხორავას ქ. #9
13:00 _ გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბი "ეროვნული ფორუმის" ლიდერს, კახა შარტავას უმასპინძლებს.
13:00 - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
13:00 _ მსხვილგადამხდელთა დეპარტამენტში "პირადი საგადასახადო აგენტის" მომსახურების პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ალექსიძის ქ. 1
13:00 - პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში ბრიფინგს გამართავს.თემა: საქართველოს კოსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
13:00 _ "ახალი მემარჯვენეების" ოფისში პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ჩაატარებს პრესკონფერენციას პარტიაში განხორციელებულ საორგანიზაციო და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
მის.: ჟ. კალანდაძის ქუჩა # 3
13:00 _ კავკასიის ინტერნეტ მედია-კლუბში ირაკლი ალასანია ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
მის.: აღმაშენებლის 89/24, 8(77) 20 81 60, 8(99) 78 09 03
14:00 _ გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბი "საქართველოს ლეგიონის" ხელმძღვანელს, გია ყარყარაშვილს უმასპინძლებს.
14:00 _ საქართველოს ავტორთა საზოგადოება პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "ფოტოგრაფიული ნაწარმის უკანონო გამოყენება".
მის.: მ. კოსტავას ქ. #63
14:00 _ საქართველოს ელექტროსისტემის საკვანძო ქვესადგურ "ნავთლუღი 220"-ში სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 18:00 საათამდე შეზღუდება.
15:00 _ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
16:00 _ ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობასთან.
მის.: იოანე ვაკელის 18 ა