საქართვლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთის დროებითი მთავრობის პრეზიდენტს როზა ოტუნბაევას შეხვდა. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგელბში გაიმართა.
პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზეთში არსებული ვითარებითაც დაინტერესდა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი კვიპროსის პრეზიდენტს დიმიტრის ხრისტოფიასს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრის დროს სახელმწიფოთა მეთაურები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციას შეეხნენ, რომელსაც კენჭის ყრის დროს კვიპროსმა მხარი არ დაუჭირა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთობი და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.