საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს პირისპირ შეხვდა.
ლიტვის პირველმა პირმა შეხვედრის დაწყებისთანავე აღნიშნა, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ამასთან, გრიბაუსკაიტეს თქმით, ლიტვა მზადაა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური და ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს.
მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს კონფლიტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების გეგმა გააცნო.