ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ რასმუსენმა ქართველ ჟირნალისტებს პირადად ნიუ-იორკში განუცხადა, სადაც "ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა იმართება".
ნატოს გენერალური მდივანი ნატო-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში საქართველოს თემას შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის კვლავ მნიშვნელოვანია.
"ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ მოვითხოვU საქართველოს ტერიტორიულ და სუვენერიტეტის სრულ პატივისცემას და ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება", - განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, ალიანსის პოზიცია ნათლად იქნა გამოხატული ნატო-რუსეთის საბჭოზეც.
"ჩვენ გავიმეორეთ ეს გზავნილი სრულად, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. სამიტზე ჩვენ ვისაუბრეთ ნატო რუსეთის ურთიერთობებზე ისევე როგორც ჩვენს კარგ პარტნიორებთან, საქართველოსთან ურთიერთობებეზე. კიდევ ერთხელ გავნამრტავ, რომ ამ შეხვედრებზე ჩვენს პოზიციას ნათლად დავაფიქსირეთ. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვალ და ჩვენს პოზიციას კიდევ ერთხელ გამოვხატავ".