საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მეთაურთა პატივსაცემად გამართულ მიღებაზე საგანგებოდ მიიწვიეს.
ღონისძიება ამერიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა და მას სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და ლიდერები ესწრებოდნენ. სტუმართა შორის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტიც იმყოფებოდა.