2019 წლის 16 ივლისს, "აპოლო 11"-ის მისიის 50 წლისთავზე, დედამიწის ერთადერთმა თანამგზავრმა სიურპრიზი მოგვიწყო. აფრიკის, ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში მთვარის ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდა, რაც რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ მოვლენის ცქერა საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან, ღამის 12 საათიდან დილის 3:30 წუთამდე იყო შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 1969 წლის 16 ივლისს, ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრენი და მაიკლ კოლინზი კოსმოსურ ხომალდ "სატურნ 5"- ით ცაში აიჭრნენ და მთვარისკენ გაეშურნენ. 5 დღეში კაცობრიობა შთამბეჭდავი მოვლენის მოწმე გახდა. მთვარეზე პირველმა ადამიანმა ფეხი დააბიჯა. პირველი სიტყვები კი ასეთი იყო:
" ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის თუმცა გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის",- ნილ არმსტრონგი.