საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კახა ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვნის უფლება. ამის შესახებ განცხადება ანჯაფარიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი რეფერენდუმს საკუთარი ინიციატივით არ უნდა ნიშნავდეს. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის დღეს მოქმედი ნორმით რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი ან საკუთარი ინიციატივით ან პარლამენტის მოთხოვნითან 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით. ამ ჩანაწერს კი პროექტში ემატება მთავრობაც.