თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ გაეროში, გენერალური ასამბლეის დებატების დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"საქართველო ჩვენი მეგობარია, რომელთანაც მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. წინასწარ არ ვიც,ი იქნება თუ არა საქართველოს კონფლიქტები გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე განხილვის საგანი, მაგრამ თქვენ იცით, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას", - აღნიშნა გიულიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებს გახსნის.