ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის პროექტი “მეოთხე ბრაიტონი” მონაწილეობდა იერუსალიმის სემ შპიგელის კინოლაბორატორიაში. სექცია work in progress – ში ორი ჯილდო იყო დაწესებული და ორივეს მფლობელი ქართული კინოპროექტი გახდა.
ლევან კოღუაშვილს გადაეცა ჟიურის პრიზი – 25 000 აშშ დოლარი და ფრანგული სადისტრიბუციო კომპანია ARP Selection -ის პრიზი – 25 000 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ARP Selection-მა ფილმის ფრანგული კინოგაქირავების უფლებები მოიპოვა.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი ამერიკელი და ევროპელი პროდიუსერები, ფესტივალებისა და კინოკომპანიების დირექტორები, მათ შორის სანდენსის კინოფესტივალის დირექტორი კიმ იუტანი და Sony Picture Classic-ის წარმომადგენელი მაიკლ ბარკერი.