საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ კალათბურთის ფედერაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი წარადგინა.
ევროპის რიგით 41-ე ჩემპიონატი კალათბურთში 2021 წლის 17-29 აგვისტოს გაიმართება.