ახალი აგენტი 007-ის როლზე, ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმში ბრიტანელი მსახიობი ლაშანა ლინჩი დაამტკიცეს. იუწყება Daily Mail-ი.
გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ ლინჩი ითამაშებს არა ბონდის, არამედ ახალ პერსონაჟს, რომელსაც აგენტ 007-ის ნომერს აძლევენ სპეცსამსახურებიდან მისი წასვლის შემდეგ.
"ფილმის დასაწყისში არის საკვანძო სცენა, როდესაც ფრაზის - "შემოდით, 007"-ის შემდეგ ჩნდება ლაშანა - ულამაზესი აფროამერიკელი ქალი. ბონდი, კვლავინდებურად ბონდია, მაგრამ როგორც აგენტ 007-ს ცვლის უმშვენიერესი ქალი“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.
სიუჟეტის თანახმად, ბონდი პენსიაზე გადის და იამაიკაში მიემგზავრება, საიდანაც მას სამსახურში გამოიძახებენ, რათა შეაჩეროს გლობალური კრიზისი.
ლაშანა ლინჩი პოპულარული გახდა ფილმ "კაპიტან მარველში" მარია რემბოს როლის შესრულების შემდეგ.