მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა პარიზში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
ხატია ბუნიათიშვილმა მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა (N 23).
საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვილი გრანდიოზული კონცერტი გუშინ, 14 ივლისს, ეიფელის კოშკთან გაიმართა.
ბასტილიის დღე, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, აღინიშნება ყოველი წლის 14 ივლისს, 1790 წლის ამ დღეს გამართული ფედერაციის დღესასწაულის (Fête de la Fédération) მოსაგონებლად, რომელიც 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღების პირველ წლისთავზე გაიმართა.
ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს.
ეს დღესასწაული ყოველი ფრანგის მიერ აღიქმებოდა, როგორც სიმბოლო თანამედროვე ფრანგი ერის შეგნების აღმოცენების, რომელსაც ქვეყნის ჯერ კონსტიტუციურ მონარქიაში, შემდეგ კი პირველ რესპუბლიკად გაერთიანება მოჰყვა საფრანგეთის რევოლუციის დროს.