დღეს, 14 ივლისს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის დღე აღინიშნება.
პარიზის ქუჩებში წელსაც გაიმართა სამხედო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 4300 ჯარისკაცი, 200 სატრანსპორტო საშუალება და 100 თვითმფრინავი.
ელისეს მიმდვრებზე სამხედრო აღლუმი საფრანგეთის პრეზიდეტმა ემანუელ მაკრონმა ჩაიბარა. საზეიმო ღონისძიებას საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად სხვა ევროპელი ლიდერებიც ესწრბოდნენ, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
ერისადმი მიმართვაში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, ევროპას ისევ სჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა საერთო უსაფრთხოებისთივს.
„ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ერთად ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების მშენებლობა საფრანგეთისთვის პრიორიტეტულია. ეს არის დღევანდელი აღლუმის მთავარი მესიჯი", - თქვა მაკრონმა.
საღამოს, გრანდიოზული კონცერტი გაიმართება ეიფელის კოშკთან, რომელშიც ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
ბასტილიის დღე, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, აღინიშნება ყოველი წლის 14 ივლისს, 1790 წლის ამ დღეს გამართული ფედერაციის დღესასწაულის (Fête de la Fédération) მოსაგონებლად, რომელიც 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღების პირველ წლისთავზე გაიმართა.
ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს.
ეს დღესასწაული ყოველი ფრანგის მიერ აღიქმებოდა, როგორც სიმბოლო თანამედროვე ფრანგი ერის შეგნების აღმოცენების, რომელსაც ქვეყნის ჯერ კონსტიტუციურ მონარქიაში, შემდეგ კი პირველ რესპუბლიკად გაერთიანება მოჰყვა საფრანგეთის რევოლუციის დროს.