მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი პარიზში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაცია პიანისტის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.
საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი ეიფელის კოშკთან, 14 ივლისს გაიმართება.
ბასტილიის აღების დღე - საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია. ის 1780 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს.