ლიეტუვის მე-5 პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ პრეზიდენტის პოსტი დღეს ოფიციალურად დატოვა.
დალია გრიბაუსკაიტე ქვეყანას 2009 წლიდან მართავს. მან ორი ვადით უკვე იყარა კენჭი, ლიეტუვის კანონმდებლობა მესამე ვადას პრეზიდენტისთვის არ ითვალისწინებს.
დალია გრიბაუსკაიტე საერთაშორისო არენაზე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და ევროკავშირში კრემლის პოლიტიკის მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ლიდერი იყო.
დღესვე ლიეტუვაში გაიმართა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ინაუგურაცია.