ჯანდაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის განცხადებით, მის უწყებაში თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება. "პრაიმთაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ურუშაძემ აღნიშნა, რომ უწყებაში მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებები მოხდება.
"მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამინისტროში რეორგანიზაცია არ მოხდება. ჩვენ ვაპირებთ კადრების ოპტიმიზაციას. მე არანაირი სურვილი არ მაქვს თანამშრომლებს დავატოვებინო თანამდებობა. ჩვენი მთავარი მიზანი, არა ის რომ შემცირება მოხდეს, არამედ თანხების სწორად განსაზღვრა და საზოგადოების ინფორმირებაა. თანხები უნდა მოხმარდეს საზოგადოებას და არა საკუთარი კომფორტის უზრუნველყოფას", _ განაცხადა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის სამინისტროში კადრების შემცირება იგეგმება.