ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი ეკრანს უბრუნდება. ინფორმაციას Variety-ი ავრცელებს.
84 წლის იტალიელი მსახიობი თავისი ვაჟის, ედუარტო პონტის ფილმში ითამაშებს.
ფილმს, რომლის გადაღებები იტალიაში უკვე დაწყებულია, The Life Ahead-ი (იტალ. La vita davanti a sé) ერქმევა.
ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც 12 წლის სენეგალელ მიგრანტთან დედა-შვილური ურთიერთობა ჩამოუყალიბდება.
როგორც ნავარაუდევია, ფილმის პრემიერა 2020 წლის მარტში გაიმართება.