ლეგენდარული ქართველი მოცურავე, მსოფლიო სრუტეთა ახალი, უნიკალური კოლხური წესით გადაცურვის ფუძემდებელი, დარდანელის გმირი ჰენრი კუპრაშვილი ოფიციალურად მიიწვიეს Oceanman-ის მსოფლიო ჩემპიონატის შვეიცარიის ეტაპზე საასპარეზოდ. ღია წყალზე მოცურავე მსოფლიო გრანდებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 73 წლის პროფესორი იცურავებს (3.2 კმ.) 8 სექტემბერს. შეჯიბრება გაიმართება ქალაქ ლოზანაში (შვეიცარია). ყველა ხარჯს (რეგისტრაცია, ბილეთი, სასტუმრო და სხვ.) ფარავს ასპარეზობის ორგანიზატორი მხარე.
ღია წყალზე მოცურავეთათვის Oceanman (ოკეანის კაცი) არის IRONMAN-ის (რკინის კაცი - 3.86 კმ ცურვა, 180.25 კმ. ველოსიპედი, 42.2 კმ. სირბილი) ანალოგი.
ჰენრი კუპრაშვილი იქნება პირველი ქართველი მოცურავე, რომელიც ამ უაღრესად პრესტიჟულ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.