ორგანულ კანონთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმება, შესაძლოა, დაირღვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დებატები პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი გაგნიძემ ორაზროვანი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სახვა ქვეყნებში არსებობს ორგანული კანონი, მაგრამ საქართველოში მისი გადმოტანა სულ სხვა ფუნქციით მოხდა.
ამის გამო "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა დაეკონკრეტებინათ იყო თუ არა ძალაში შეთანხმება კონსტიტუციაში აღნიშნული ცნების დარჩენასთან დაკავშირებით.
ამის საპასუხოდ კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ "რამდენიმე კაცის შეთანხმება არ ნიშნავს იმას, რომ მთელი პარლამენტი შეთანხმდა".
დიმიტრი გაგნიძე თქმით, შენიშვნის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მეორე მოსმენის დროს, თუმცა ვეფხვაძე შიშობს, რომ მეორე მოსმენისას შესაძლოა ითქვას, რომ ეს იყო პირველი მოსმენის საკითხი და პოლიტიკური სპექტრისთვის მიცემული დაპირება ხელისუფლებამ გადათქვას.