არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანია "ჯორჯიან ჰაუზი" ქართულ ბაზარზე უპრეცენდეტო შეთავაზებას იწყებს, რომლის პრეზენტაციასაც ხვალ 24 სექტემბერს გამართავს.
პროექტი ‘'შევავსოთ სახლი" წარმოადგენს მომხმარებლებისთვის გარიგების უსაფრთხო სქემას, რომელიც გულისხმობს, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კომპლექსში, საჭირო რაოდენობის საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის გაყიდვას, რის შემდეგაც მშენებლობა 20 თვეში დასრულდება. პოტენციურ კლიენტებს, საშუალება ექნებათ მშენებლობის დაწყებამდე, ‘'საქართველოს ბანკში", გამსახურდიას გამზირი #16-ში მდებარე #31 სერვის ცენტრში, .საკუთარ საანაბრე ანგარიშზე, შეიტანონ მინიმუმ 5000 აშშ დოლარი და დაელოდონ ‘'სახლის შევსებას'', რომლის შემდეგაც მოხდება მშენებლობის დაზღვევა. "ჯორჯიან ჰაუზის" მენეჯმენტი 2010 წლის 30 ნოემბრამდე ელოდება ‘'სახლის შევსებას". იმ შემთხვევაში, თუ ‘'სახლი არ შეივსო'' დამკვეთი ანაბარზე შეტანილ თანხას, დარიცხულ პროცენტთან ერთად, უკან გაიტანს. ცნობისათვის, პროექტის დასრულებისთვის 3 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
"გამომდინარე უძარვი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობისა, მშენებარე სახლში, ბინის მყიდველი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას სახლის დასრულების გარანტიას აქცევს. შესაბამისად, "ჯორჯიან ჰაუზმა" მშენებარე ბინის გაყიდვის უსაფრთხო მექანიზმი შეიმუშავა, რომელიც საშუალებას მისცემს ბინის მყიდველს, შეღავათიან ფასად, თავისივე ავტოპარკინგით, შეიძინოს თეთრი კარკასის კონდიციამდე მიყვანილი ბინა. ამასთანავე, გახდეს სამშენებლო კომპანიის უშუალო დამკვეთი და მშენებლობის დასრულებამდე, წინასწარ შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვითა და მშენებლობის გრაფიკით, სადაზღვევო კომპანიის მონაწილეობით აწარმოოს პროექტის ფინანსური მონიტორინგი და დათქმულ დროში, გარანტირებულად ჩაიბაროს ნაყიდი ბინა. პროექტი წარმოადგენს სიახლეს სამშენებლო ბაზარზე იმდენად რამდენადაც მსგავსი სქემით მშენებარე ბინა ჯერ არც ერთ კომპანიას არ გაუყიდია"- აცხადებს ‘'ჯორჯიან ჰაუზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ლომთათიძე.
პროექტ "შევავსოთ სახლის" პრეზენტაციას ასევე დაესწრება ‘'საქართველოს ბანკის" წარმომადგენელი, გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სალომე გიორგბერიძე. ღონისძიებას დაესწრება ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის მესვეურები, გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე და კომპანიის პოტენციური მომხმარებლები.
შეგახსენებთ რომ, არქიტექტურული-სამშენებლო კომპანია ‘'ჯორჯიან ჰაუზი" 2007 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად კერძო შეკვეთებს ასრულებდა. 2008 წლიდან
კომპანიამ დაიწყო გურამიშვილის გამზირზე, ‘'კინო საქართველოს'' მახლობლად, #12 ა-ში, ცამეტ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშნებლობა, რომელიც 2012 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.