ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინის საბავშვო Voice-ი მოიგო. მუსიკალური კონკურსი უკრაინულ ტელეარხ 1+1-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ალექსანდრე ზაზარაშვლმა ფინალში "ბრმა ქასთინგზე" შესრულებული სიმღერა All By Myself იმღერა და უკრაინელი მაყურებლის გული საბოლოოდ მოიგო.
ალექსანდრე ზაზარაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტის "რანინას" მონაწილეა.