ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა ტელეარხ France2-ზე, საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეშოუში, Le Grand Echiquier-ში მიიღო მონაწილეობა.
ხატია ბუნიათიშვილმა მუსიკა "სულიკოდან" მცირე ეპიზოდი შეასრულა, რაზედაც ფრანგმა მსახიობ გიომ გალიენმა იმღერა. გარდა ამისა, პიანისტის მიერ შესრულებულ "ქართულ საცეკვაოზე" გიომ გალიენმა და შოუს წამყვანმა იცეკვეს.