ფესტივალი „Art-გენი 2019" -ის თბილისის ტური, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 7-14 ივლისს გაიმართება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მე-16 Artგენზე , ტრადიციული პროგრამის გარდა, მაყურებელს ბევრი პრემიერა და სიახლე ელის.
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ პრესკონფერენციაზე Art-გენის დამფუძნებლებმა მხარდაჭერებთან ერთად მე-16 „Art-გენის" თბილისის ტურის პროგრამა წარადგინეს
7 ივლისს, „Art-გენის" თბილისის ტურს დათო ევგენიძე გახსნის. ევგენიძის კონცერტამდე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „აკუსტიკის" კონცერტს დაესწროს, სადაც SALIO, The bearfox, Lua წარსდგებიან.
8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული გააგრძელებს, 9 ივლისს - REGGAEON, 10 ივლისს ჯგუფი „ჩვენებურები" და ლელა ნაყეური. დასკვნით კონცერტამდე „ჰოროლი"-ს ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა გაიმართება. 11 ივლისს „Art-გენის" სცენა ჯგუფ „ფრანს" დაეთმობა. 12 ივლისს მაყურებელს ნინო ქათამაძის კონცერტი ელოდება., 13 ივლისს, ნიაზ დიასამიძე წარსდგება. 14 ივლისს კი Art-გენი 2019 „სუხიშვილების" კონცერტით დაიხურება.
დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, ღვინის და ლუდის სივრცეები. სხვდასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები.
თბილისის ტურს ტრადიციულად წინ უძღოდა ფესტივალის რეგიონული ტურნე. ფესტივალი „Art-გენი 2019"-მა სტარტი 16 ივნისს ახმეტიდან აიღო და 22 ივნისს აჭარაში, ქედაში გადაინაცვლა. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დაასრულა.