ქართველ ქალმა და ვაჟ მოჭადრაკეებმა მეორე ტურშიც გაიმარჯვეს. ქალ მოჭადრაკეებმა მეორე ტურში ჩერნოგორიის ნაკრები 3:1 დაამარცხეს. შეხვედრა ყაიმით ნანა ძაგნიძის ნაცვლად მოთამაშე ლელა ჯავახიშვილმა დაამთავრა. გამარჯვება მოიპოვეს სალომე მელიამ, სოფიკო ხუხაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა.
საქართველოს კაც მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეორე ტურში, ანგარიშით 4:0, მაკედონია დაამარცხა.
როგორც ქალ, ასევე ვაჟ მოჭადრაკეებს ორ ტურში ორი გამარჯვება აქვთ მოპოვებული და ჩემპიონატის ლიდერებში იმყოფებიან.
რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე ტურში, ვაჟები მექსიკელებს, ქალები კი ყაზახებს დაუპირისპირდებიან.