ევროპა არამხოლოდ საუბრობს ქალთა საკითხებზე, არამედ ირჩევს ქალებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიკრობლოგ "ტვიტერზე" ევროკავშირის წამყვან პოზიციებზე ქალი კანდიდატების წარდგენას კიდევ ერთხელ ეხმიანება.
"პირველად ისტორიაში, ჩვენ მივაღწიეთ ჩინებულ გენდერულ ბალანსს ევროკავშირისი წამყვანი პოზიციებზე. ევროპა არამხოლოდ საუბრობს ქალთა საკითხებზე, არამედ ირჩევს ქალებს. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი გადაწყვეტილება შთააგონებს კიდევ უფრო მეტ გოგოს და ქალს, იბრძოლონ თავიანთი მიზნების მიღწევაში - წერს დონალდ ტუსკი მიკრბლოგ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა 3-დღიანი დაძაბული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების ფონზე ევროკავშირის წამყვან პოზიციებზე კანდიდატების შეჯერება მოახერხეს.
ლიდერებმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულ ვან დერ ლეიენი წარადგინეს, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი ქრისტინ ლაგარდი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი შეარჩიეს, რომელიც ამ თანამდებობაზე დონალდ ტუსკს ჩაანაცვლებს.