საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი ფონდში საქმიანობას დროებით წყვეტს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ლაგარდმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
კრისტინ ლაგარდის თქმით, გადაწყვეტილება უკავშირდება ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენას.
მისი თქმით, წარდგენის პერიოდში, სავალუტო ფონდში მმართველი დირექტორის მოვალეობას დროებით არ შეასრულებს.