პირველად ისტორიაში ქართველმა მთამსვლელებმა მწვერვალი ნანგა პარბატ დალაშქრეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წერს.
"უმაგრესი ამბავი ქართული ექსპედიციიდან, რომელიც თვეზე მეტია მიმდინარეობს, პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალ ნანგა პარბატზე, რომლის სიმაღლეც 8,126 მეტრია და გამოირჩევა თავისი ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით.
ექსპედიციის მონაწილეები, საქართველოს ნაკრების წევრები არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველები არიან, ვინც ფეხი დადგეს ამ უდიდეს მთაზე!
ექსპედიცია არც ისე მარტივი აღმოჩნდა, კლიმატური პირობების გამო. წელს დიდი ოდენობით თოვლი მოვიდა, რამაც საგრძნობლად გაართულა და ხიფათი შესძინა მთაზე გადაადგილებას. ბიჭებს მოუწიათ დიდი და მძიმე დღეები, თოკების დაკიდება, ბილიკების თავიდან გაკვალვა და რაც ყველაზე დამღლელია, ლოდინი მანამ, სანამ ამინდი შესაძლებლობას მისცემდათ გზა გაერძელებინათ!
მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მათ მოახერხეს მთაზე ასვლა! ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და მშვიდობიან დაშვებას ვუსურვებთ!", - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.